ბენქსი

Image

მე არანაირი სურვილი არ გამაჩნია წარუდგინო საკუთარი თავი პუბლიკას. ვცდილობ, რომ ჩემი ნამუშევრები კარგად გამოიყურებოდნენ, მაგრამ არ ვცდილობ მე თავად გამოვიყურებოდე  კარგად. ამავდროულად სიმართლე შეიძლება მწარე იმედგაცრუება აღმოჩნდეს რამოდენიმე 15 წლის მოზარდისათვის.

 

გახდი საუკეთესო ტყუილის ხელოვნებაში – და შენ არაფერში აღარ მოგიწევს გახდე უკეთესი.

 

ადამიანებს ან ვუყვარვარ, ან არ ვუყვარვარ, ან სულერთი ვარ მათთვის.

 

გახსოვდეს: დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ–არ არის ნამდვილი დანაშაული. ადამიანები უყურებენ ტილოს და აღრფთოვანებულები არიან იმით თუ როგორ არის გადმოცემული აზრი ფუნჯის მონასმების მეშვეობით. ადამიანები უყურებენ გრაფიტის და აღრფთოვანებულები არიან იმით თუ როგორ აძვერი წყალგამტარი მილის მეშვეობით სადაც შენ გჭირდებოდა.

 

წმინდა გრაალის ბალანსი – ეს არის, როდესაც შენ ხარჯავ სურათის შესაქმნელად ნაკლებ დროს, ვიდრე ადამიანები ხარჯავენ მის თვალიერებაზე

 

ადამიანები ამბობენ, რომ გრაფიტი – ეს საშინელებაა, უპასუხისმგებლო და ბავშვურია. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის გაკეთებულია სათანადოდ.

 

გრაფიტი –  თვითგამოხატვის ერთ–ერთი საშუალებაა, რომლის უფლებაც შენ შეგიძლია მისცე საკუთარ თავს, თუნდაც არაფერი გაგაჩნდეს. თუ შენ ვერ შეძლებ გაუმკლავდე გრაფიტის დახმარებით მსოფლიო სიღატაკეს, შენ შეგიძლია ვინმე გააღიმო, სანამ ის მაძღარია.

 

ყველაზე მეტად რასაც ვერ ვიტან რეკლამის ინდუსტრიაში, ის არის , რომ ის იზიდავს ყველაზე ჭკვიან და ენერგიულ ახალგაზრდებს და მხატვრების სახით გვიტოვებს გონებაჩლუნგ და საკუთარ თავზე შეყვარებულებს. თანამედროვე ხელოვნება – ეს უბედურების ზონაა.  კაცობრიობის ისტორიაში არასდროს ყოფილა  ამდენი რამ  თავმოყრილი, ასე უმნიშვნელო რაოდენობის ადამინთა ხელში, იმისათვის რომ ასე ცოტა რამ ეთქვათ.

 

გრაფიტი იმარჯვებს ხელოვნების სხვა სახეობებზე, რადგან ქალაქის ნაწილი ხდება, ორიენტირების ინსტრუმენტი, ამის მსგავსი: „იმ კაფეში დაგელოდები, სადაც გზის მეორე მხარეს ის კედელია, რომელზეც  მაიმუნია ხერხით დახატული“.

 

ძალიან გიცრუებს გულს: როცა შენ გესმის, რომ შენი ნამუშევრების საუკეთესო კოლექციონერები პოლიციის განყოფილების თანამშრომლები არიან.

 

პოლიციელების მთავარი პრობლემაა ის, რომ ისინი აკეთებენ იმას, რასაც მათ უბრძანებენ. მათ მხოლოდ ამის თქმა შეუძლიათ: „მაპატიე მეგობარო, მაგრამ მე ჩემს მოვალეობას ვასრულებ“.

 

ზოგიერთი ადამიანი ხდება პოლიციელი იმიტომ რომ მსოფლიო შეიცვალოს უკეთესობისკენ. ზოგიერთი ადამიანი ხდება ვანდალი იმიტომ რომ მსოფლიო გამოიყურებოდეს უკეთესად.

 

ყველაზე საშინელ დანაშაულებს დედამიწაზე სჩადიან არა ის ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან წესებს, არამედ ისინი ვინც წესებს იცავენ. ის ადამიანები ვინც წესებს იცავენ ყრიან ბომბებს და წვავენ სოფლებს.

 

ის ადამიანები, რომლებიც დილით ადრე დგებიან მოაქვთ ომი, სიკვდილი და შიმშილი.

 

მაშინ როდესაც მოიჭრება უკანასკნელი ხე და როდესაც მოიწამლება უკანასკნელი მდინარე – მხოლოდ მაშინ გაიგებს ადამიანი, რომ ინდიელთა ანდაზების მარადიული ციტირება ამსგავსებს მას საძაგელ თოჯინას.

 

ჩვენ იმდენად ცოტა რამ  გვაქვს, რაც შეგვიძლია ვუთხრათ სხვებს და იმდენად ბევრი დრო გვაქვს საამისოთ.

 

თქვენ ხომ იცით, რა უქნა ჰიპ–ჰოპმა სიტყვას „ნიგერ“? ასე რომ: მე მინდა გავუკეთო იგივე სიტყვას „ვანდალიზმი“.

 

არაფერია უფრო გავრცელებული მსოფლიოში,  ვიდრე წარუმატებელი, მაგრამ ნიჭიერი ადამიანებისა. ამიტომ ეცადე მიატოვო სახლი მანამ, სანამ არ აღმოაჩენ იმას, რაც გაიძულებს დარჩენას.

 

დედების უმრავლესობა  მზადაა  ყველაფერი გააკეთონ საკუთარი შვილებისათვის, გარდა იმისა, რომ უფლება მისცენ იყვნენ ისეთები როგორებიც არიან.

 

ზოგიერთი ადამიანი  არასოდეს ავლენს საკუთარ ინიციატივას – იქამდე, სანამ ვინმე არ სთხოვს მას ამას.

 

სამი წლის განმავლობაში ვხატავდი ვირთხებს,  მერე კი ვიღაცამ მითხრა: როგორი საინტერესო სიტყვათა ანაგრამაა „ხელოვნება“ (ინგლ. Rat და Art შესაბამისად). მე მომიწია თვალთმაქცობა, თითქოს  ამის შესახებ მთელი ცხოვრება ვიცოდი.

 

თუ გინდა, რომ ნამდვილად დაივიწყონ ვინმე, ჩამოასხი მისი ბრინჯაოს ქანდაკება და დადგი ქალაქის ცენტრში. ამის შემდეგ კი მნიშვნელობა არ ააქვს რამდენად დიდებული ადამიანი იყო ის – მხოლოდ მთვრალი ნაძირალა, რომელიც  საკუთარი ალპინისტური უნარჩვევების გავარჯიშებას მოინდომებს, შეამჩნევინებს მას ადამიანებს.

 

ტყეში ცხოვრობდნენ დათვი და ფუტკარი – ამ ქვეყანაზე საუკეთესო მეგობრები. მთელი ზაფხული დილიდან საღამომდე ფუტკარი აგროვებდა ნექტარს, დათვი კი მხართეძოზე იყო წამოგორებული და მზეზე ნებივრობდა. როცა დაზამრთდა დათვი მიხვდა, რომ საკვები არ ჰქონდა. მან გაიფიქრა: „ შრომისმოყვარე ფუტკარი გამიზიარებს საკუთარ თაფლს“. დათვმა დაიწყო ფუტკრის ძებნა, მაგრამ ვერსად იპოვა ის, რადგან ფუტკარი გარდაიცვალა მწვავე კორონალური სინდრომით, რომელიც გამოწვეული იყო სტრესით.

 

ჩემი აზრით, ერთადერთი რამ, რაც ღირს რომ ნახო მუზეუმების უმრავლესობაში – არის სკოლის მოსწავლე გოგონები ექსკურსიაზე.

 

ყოველთვის უკეთესია შემდეგ მოიხადო ბოდიში,  ვიდრე მანამდე მიიღო ნებართვა.

 

თარგმნა ლუიზა ლაფერაძემ

Advertisements

ემა გოლდმანი 1 მაისის მოვლენების შესახებ

emma_framedიმ ღამით არ დამეძინა. მე კვლავ განვიცდიდი 1887 წლის მოვლენებს. იმ შავი პარასკევიდან, როდესაც ჩიკაგოელები შეეგებნენ თავიანთ მოწამეობრივ სიკვდილს, გავიდა ოცდაერთი თვე, მაგრამ ყოველი დეტალი კვლავ ნათლად მესახებოდა და მაღელვებდა ისე, თითქოს ეს ყველაფერი  გუშინ მოხდა. მე და ჩემი და, ამ ადამიანთა ბედით დავინტერესთით, როდესაც მათი სასამართლო მიმდინარეობდა. როჩესტერის გაზეთების ანგარიშები გვაღიზიანებდნენ, გვაცბუნებდნენ და გვაღელვებდნენ თავიანთი აშკარა, წინასწარ შექმნილი აზრებითა და შეხედულებებით. პრესის ულმობელობამ, მძაფრმა მუქარებმა ბრალდებულთა მისამართით, გვიბიძგა ჩვენ გავმსჭვალულიყავით თანაგრძნობით ჰაიმარკეტის მსხვერპლთა მიმართ. ჩვენ შევიტყვეთ როჩესტერში გერმანული სოციალისტური ჯგუფის არსებობის შესახებ, რომელთა სხდომის ადგილი კვირაობით იყო Germania Hall–ში. დავიწყეთ შეხვედრებზე დასწრება, ჩემი უფროსი და სულ რამოდენიმეჯერ დაესწრო, მე კი რეგულარულად ვესწრებოდი. შეკრებები არც ისე საინტერესო იყო , თუმცა ისინი მე საშუალებას მაძლევდნენ გავქცეოდი ჩემს რუხ როჩესტერულ არსებობას. ყოველი შემთხვევისთვის იქ შესაძლებელი იყო მოგესმინა რამე ბევრად საინტერესო, ვიდრე საუბრები ფულზე, რაღაც საქმეებზე, და შეხვედროდი იდეების მქონე ადამიანებს.

ერთხელაც გავიგეთ, რომ კვირას ცნობილი ორატორი–სოციალისტი ნიუ–იორკიდან იოჰანნა გრაიე წაიკითხავდა ლექციას იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც განიხილება ჩიკაგოში. დანიშნულ დღეს დარბაზში პირველი მე  მივედი. უზარმაზარი დარბაზი იყო გადავსებული აღელვებული ქალებითა და მამაკაცებით, კედლების გასწვრივ კი პოლიციელები იდგნენ. აქამდე არასოდეს არ ვყოფილვარ ასეთ დიდ მიტინგზე.  ნანახი მქონდა მხოლოდ როგორ არბევდნენ ჟანდარმრბი სტუდენტურ შეკრებებს სანქტ–პეტერბურგში. თუმცა ქვეყანაში, სადაც გარანტირებულია სიტყვის თვისუფლება, შეიარაღებულების შემოჭრა დარბაზში, უზარმაზარი ხელკეტებით, სადაც მიმდინარეობდა მშვიდობიანი შეკრება, თავზარს მცემდა და ჩემში  პროტესტს იწვევდა. კრების თავმჯდომარემ მალევე გამოაცხადა ორატორი. იოჰანნა გრაიე ოცდაათს გადაცილებული იყო; ეს იყო ფერმკრთალი, ასკეტური შესახედაობის ქალბატონი, უზარმაზარი მოელვარე თვალებით. ის ლაპარაკობდა უდიდესი დამაჯერებლობით, მისი ხმა ცახცახებდა დაძაბულობისაგან. მისმა საუბრის მანერამ გამიტაცა. მე გადამავიწყდა პოლიციაც, პუბლიკაც და ყველა გარშემომყოფნი. მე ვხედავდი მხოლოდ შავებში ჩაცმულ სუსტ ქალბატონს, რომელიც ხმამაღლა  ადანაშაულებდა იმ ძალებს, რომლებიც აპირებდნენ გაენადგურებინათ რვა ადამიანის სიცოცხლე. მისი გამოსვლა ეძღვნებოდა მღელვარე მოვლენებს ჩიკაგოში. ორატორმა საუბარი დაიწყო საქმის ისტორიული მიზეზებით. ის ყვებოდა აჯანყბებზე, რომლებიც მთელ ქვეყანაში ხდებოდა1886 წელს, რომლის მონაწილეებიც ითხოვდნენ რვასაათიან სამუშაო დღეს.მუშათა მოძრაობის ცენტრი იყო ქალაქი ჩიკაგო, სადაც ბრძოლა მშრომელებსა და მათ მეპატრონეებს შორის იყო განსაკუთრებით დაძაბული და გამძვინვარებული. კომპანია მაკკორმიკას მუშათა მიტინგზე, მომიტინგეებს თავს დაესხა პოლიცია, სცემეს ქალები და დამამაკაცები, რამოდენიმე ადამიანი იყო მოკლული. ამ თვითნებობის წინაარმდეგ რომ გამოეხატად პროტესტი, 4 მაისისთვის დანიშნული იყო მიტინგი Haymarket -ზე. მიტინგზე სიტყვით გამოვიდნენ ალბერტ პარსონსი, ავგუსტ შპისი, ადოლფ ფიშერი და სხვები ყველაფერმა წყნარად და მშვიდათ ჩაიარა. ეს დაადასტურა ჩიკაგოს მერმაც კარტერ ხარისონმა, რომელიც მოვიდა მიტინგზე რათა გაერკვია თუ რა ხდდებოდა. ქალაქის მერმა დატოვა მიტინგი, დარწმუნებულმა იმაში, რომ ყველაფერი წესრიგში იყო და ამის შესახებ ამცნო პოლიციის უფროსს. წვიმამ მიტინგზე მყოფი ადამიანების რაოდენობა შეამცირა. იმ მომენტისათვის როცა სიტყვით  ბოლო ორატორი გამოდიოდა მიტინგზე სულ ცოტა ადამიანი რჩებოდა. ამ მომენტში უეცრად გამოჩნდა კაპიტანი უორდი, შეიარაღებული პოლიციელთა რაზმის თანხლებით. მან მომიტინგეებს უბრძანა სასწრაფოდ დაშლილიყვნენ. „ეს მშვიდობიანი შეკრებაა“,– უპასუხა თავმჯდომარემ, რის შემდეგაც პოლიციელები თვს დაესხნენ მომიტინგეებს და ხელკეტებით უმოწყალოთ სცემეს ისინი. უეცრად რაღაც განათდა ჰაერში და გაისმა აფეთქების ხმა. დაიღუპა რამოდენიმე პოლიციელი; ბევრი მათგანი დაიჭრა. დამნაშავე ვერასოდეს ვერ იქნა აღმოჩენილი, და მთავრობაც არც თუ ისე ინდომებდა მის დაჭერას. ამის ნაცვლად სასწრაფოდ იყო გაცემული ორდერები ყველა ორატორზე ვინც სიტყვით გამოვიდა მიტინგზე და სხვა შემჩნეულ ანარქისტებზე. პრესა, ჩიკაგოს და მთელი ქვეყნის ბურჟუაზია, ითხოვდა დაპატიმრებულთა დასჯას. პოლიცია აგრძელებდა ტერორის კამპანიას, რომელსაც მორალურად და ფინანსურად ახალისებდა  მოქალაქეთა ასოციაცია, რომელიც მიისწრაფვოდა განეხორციელებინა საკუთარი სისხლიანი გეგმა და მოეშორებინა ანარქისტები გზიდან. საზოგადოებრივი აზრი იმდენად იყო გაცხარებული გაზეთებში გავრცელებული საშინელი ისტორიებით, რომლებიც მიმართული იყო გაფიცვის ხელმძღვანელების წინააღდეგ, რომ სამართლიანი სასამართლო მათთვის მიუღებელი გახდა. და მართლაც პროცესი აღმოჩნდა ყველაზე ცუდ სასამართლო ინსცენირებად შეერთებული შტატების ისტორიაში. ნაფიც მსაჟულებს ირჩევდნენ ისე, რომ მათ ეღიარებინათ ბრალდებულთა დანაშაული; პროკურორმა სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალი ედებათ არა მხოლოდ დაპატიმრებულებს არამედ „ასამართლებენ ანარქიას“ და რომ ის უნდა იქნეს განადგურებული. მოსამართლემ არაერთხელ აძაგა ბრალდებულები, წინასწარ შეაგონებდა  ნაფიც მსაჯულებს მათ წინააღმდეგ. მოწმეები ან დაშინებული ან მოსყიდულები იყვნენ, საბოლოო ჯამში გასამართლდა რვა ადამიანი რომლებიც არც დამნაშაბეები იყვნენ  და არც არანაირი კავშირი ჰქონდათ დანაშაულთან. საზოგადოებრივი აზრის აღელვებული მდგომარეობა და საყოველთაო წინასწარ უარყოფითი შეგონება ანარქისტების წინააღმდეგ და ქარხნის მეპატრონეების წინააღმდეგობამ რვასაათიანი სამუშაოს დღისადმი, შექმნა გარემო, რომელიც ხელს უწყობდა ჩიკაგოელი ანარქისტების მკვლელობის საკითხს. ხუთ მათგანს –ალბერტ პარსონს, ავგუსტ შპისს, ლუის ლინგს, ადოლფ ფიშერს და გეორგ ენგელს მიუსაჯეს სიკვდილი; მიქაელ შვაბს და სამუელ ფილდენს მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა. [ოსკარ] ნებეს მიუსაჯეს თხუთმეტწლიანი პატიმრობის ვადა. უდანაშაულო წამებულთა სიკვდილი ითხოვდა სამართლიან შურისძიებას. გრაიეს სიტყვის ბოლოს, მე ვიცოდი ის, რასაც ვეჭვობდი თავიდანვე: ჩიკაგოელები არ იყვნენ არაფერში დამნაშავე. მათ ელოდათ სიკვდილი საკუთარი იდეალებისათვის. მაგრამ რაში მდგომარეობს მათი იდეალი? იოჰანნა გრაიე საუბრობდა პარსონზე, შპისეზე ლინგეზე და სხვებზე როგორც სოციალისტებზე, მაგრამ არაფერი ვიცოდი ჭეშმარიტი სოციალიზმის მნიშვნელობაზე. რაც მე მესმოდა ადგილობრივი ორატორებისაგან იყო უფერული და ხელოვნური. მეორეს მხრივ გაზეთებში ამ ადამიანებს მოიხსენიებდნენ ანარქისტებად, ყუმბარმრტყორცნებად.

რა არის ანარქოზმი? ყველაფერი ეს ჩემთვის გაურკვეველი იყო. მაგრამ მე არ მქონდა დრო შემდგომი ფიქრისთვის. ადამიანები გადიოდნენ დარბაზიდან, და მეც გავყევი მათ. გრაიე, თავმჯდომარე და მათი მეგობრების ჯგუფი ჯერ კიდევ იმყოფებოდნენ პლათფორმაზე. როდესაც მე მათკენ შევტრიალდი გრაიემ ჟესტით მიმიხმო თავისკენ. მე შევშინდი, გული სასოწარკვეთისაგან მიცემდა. როდესაც მე მას მივუახლოვდი მან ხელი გამომიწოდა და მითხრა: „მე არასოდეს მინახავს სახე რომელიც ასე გამოხატავს გრძნობათა ღელვას, როგორც თქვენი. თქვენ ალბათ ძალიან გრძობთ მოსალოდნელ ტრაგედიას. თქვენ იცნობთ ამ ადამიანებს?“ მე აღელვებული ხმით ვუპასუხე: „სამწუხაროდ არა, მაგრამ მე შევიგრძენი ეს ყველაფერი მთელი ჩემი არსით, და როცა მე ვუსმენდი თქვენს გამოსვლას, მეჩვენებოდა რომ მე მათ ვიცნობდი“. მან ხელი მხარზე დამადო. „მე მეჩვენება, რომ თქვენ მათ უკეთ გაიცნობთ, თუ მათი იდეალების შესახებ გაიგებთ და რომ მათი საქმე თქვენი საქმე გახდება.“მე მივდიოდი სახლში და თავი სიზმარში მეგონა. ჩემ დას, ელენას ეძინა მაგრამ მე დიდი სურვილი მქონდა გამეზიარებინა მისთვი ის რაც გადავიტანე. მე ის გავაღვიძე და თითქმის სიტყვა–სიტყვით ვუამბე მას მთელი ამბავი. ალბათ მე ძალიან დრამატულად ვუყვებოდი ელენას ყველაფერს რადგან მან წამოიძახა : „მომავალში რასაც მე გავიგებ ჩემს უმცროს დაზე, ეს არის ის , რომ ის საშიში ანარქისტია“. რამოდენიმე კვირის შემდეგ მე მომეცა შესაძლებლობა სტუმრად მივსულიყავი ნაცნობ გერმანულ ოჯახში. ისინი დამხვდნენ მეტად აღელვებულები.  ვიღაცას მათთვის ნიუ–იორკიდან გამოუგზავნია გერმანულენოვანი გაზეთი «Die Freiheit», რომელსაც გამოსცემდა იოჰან მოსტი. მათი გერმანული საუბრის გამო სული შემეხუთა, ის ძალზედ განსხვავდებოდა იმისგან, რაც მე სოციალისტურ მიტინგებზე  და იოჰანნა გრაიეს გამოსვლაში მომისმენია.  ის მეჩვენა ლავად, რომელიც აფრქვევდა ცეცხლოვან დაცინვას, ზიზღს და უპატივცემულობას; ის ღრმად  სუნთქავდა მძულვარებით იმ ძალებისადმი, რომლებიც აპირებდნენ დანაშაულის ჩადენას ჩიკაგოში. მე რეგულარულად დავიწყე გაზეთის «Die Freiheit» კითხვა, იმ ლიტერატურის კითხვა რომლის რეკლამირებასაც ახდენდა ეს გაზეთი და ხარბად ვკითხულობდი თითოეულ სტრიქონს ანარქიზმზე, რაც კი შემეძლო მეშოვა, თითოეულ სიტყვას მსჯავრდებულებზე, მათ ცხოვრებაზე. მე ვკითხულობდი მათ გმირულ წინააღმდეგობაზე სასამართლოს დროს და მათ გასაოცარ დაცვაზე. მე ვხედავდი როგორ იღებოდა ჩემს წინ ახალი სამყარო. საშინელი მოვლენა, რომლისაც ყველას ეშინოდა, თუმცა მაინც იმედოვნებდნენ, რომ ის არ მოხდებოდა, მოხდა.  როჩესტერული გაზეთების სპეციალური გამოცემები ავცელებდნენ ახალ ამბავს: ანარქისტები ჩამოახრჩეს! მე და ელენა ვიყავით განადგურებულები. ამ ამბავმა ელენას სრულიად გამოაცალა მხნეობამა მხოლოდ ჩუმად ტირილი შეეძლო. მე კი სრულიად  გაშეშებული ვიყავი და ტირილიც არ შემეძლო. საღამოს ჩვენ წავედით მამასთან. ყველა საუბრობდა ჩიკაგოს მოვლენებზე. მე შემიბყრო დანაკლისის განცდამ, რომელსაც მე როგორც საკუთარს ისე განვიცდიდი. უეცრად  გავიგონე ქალის ხრინწიანი სიცილი. გამსჭვალავმა ხმამ დამცინავად წარმოსთქვა :“რა საჭიროა გოდება? ეს ადამიანები იყვნენ მკვლელები. კარგია რომ ისინი ჩამოახრჩეს. “მე მას ყელში ვწვდი, მერე ვიგრძენი, რომ მე მისგან მიმათრევდნენ. ვიღაცამ თქვა: „ბავშვი ჭკუიდან შეიშალა“. მე წავავლე ხელი მაგიდაზე მდგარ წყლით სავსე დოქს და მთელი ძალით ვესროლე ამ ქალს სახეში. „მოშორდით აქაურობას, – ვყვიროდი მე,თუ არა და მოგკლავ!“ შეშინებული ქალი მივარდა კარებს, მე იატაკზე დავემხე. მერე ლოგინში დამაწვინეს და ღრმად ჩამეძინა.

მეორე დრეს, თითქოს დიდი ხნის ავადმყოფობის შემდეგ გამეღვიძა. მაგრამ დათრგუნვის განცდა, ამ რამოდენიმე კვირის გულშემზარავი მოლოდინი დასრულდა ბოლო შეძრწუნებით. მე ვგრძნობდი, რომ ჩემს სულში დაიბადა რაღაც ახალი და სასწაულებრივი. დიადი იდეალი, მხურვალე რწმენა, გადაწყვეტილება, მიუძღვნა საკუთარი თავი წამებით დაღუპული  ამხანაგების ხსოვნას,  ვაქციო მათი საქმე საკუთარ საქმედ და მოვუყვე მთელ მსოფლიოს მათ მშვენიერ ცხოვრებაზე და გმირულ სიკვდილზე.

თარგმნა ლუიზა ლაფერაძემ

მხატვრის მანიფესტი

Image

მარიინა აბრამობიჩის მანიფესტი

1. მხატვრის საქციელი ცხოვრებაში:

– მხატვარი არ უნდა ცრუობდეს საკუთარ თავთან და სხვებთან
– მხატვარი არ უნდა იპარავდეს სხვა მხატვრების იდეებს
– მხატვარი არ უნდა მიდიოდეს კომპრომისსზე საკუთარ თავთან და სახელოვნებო ბაზართან
– მხატვარი არ უნდა კლავდეს ადამიანებს
– მხატვარი არ უნდა ქმნიდეს საკუთარი თავისგან კერპს
– მხატვარი არ უნდა ქმნიდეს საკუთარი თავისგან კერპს
–მხატვარი არ უნდა ქმნიდეს საკუთარი თავისგან კერპს

2.მხატვრის დამოკიდებულება სიყვარულთან:

– მხატვარს არ უნდა შეუყვარდეს სხვა მხატვარი
– მხატვარს არ უნდა შეუყვარდეს სხვა მხატვარი
– მხატვარს არ უნდა შეუყვარდეს სხვა მხატვარი

3. მხატვრის დამოკიდებულება ეროტიკასთან:

– მხატვარმა უნდა გამოიმუშაოს ეროტიული ხედვა სამყაროზე
– მხატვარი უნდა იყოს ეროტიული
– მხატვარი უნდა იყოს ეროტიული
– მხატვარი უნდა იყოს ეროტიული

4. მხატვრის დამოკიდებულება ტანჯვისადმი:

– მხარვარი უნდა იტანჯებოდეს
– ტანჯვის შედეგად იბადება საუკეთესო ნაწარმოებები
– ტანჯვას ცვლილებები მოაქვს
– ტანჯვით მხატვარი ტრანსცენდირებს საკუთარ სულს
– ტანჯვით მხატვარი ტრანსცენდირებს საკუთარ სულს

5. მხატვრის დამოკიდებულება დეპრესიისადმი:

– მხატვარი არ უნდა იყოს დათრგუნული
–დეპრესია – ეს ავადმყოფობაა და უნდა უმკურნალო
– დეპრესია მხატვრისთვის არაპროდუქტიულია
– დეპრესია მხატვრისთვის არაპროდუქტიულია
– დეპრესია მხატვრისთვის არაპროდუქტიულია

6. მხატვრის დამოკიდებულება თვითმკვლელობისადმი:

– თვითმკვლელობა – ეს დანაშაულია სიცოცხლის წინააღმდეგ
– მხატვარმა არ უნდა ჩაიდინოს თვითმკვლელობა
– მხატვარმა არ უნდა ჩაიდინოს თვითმკვლელობა
– მხატვარმა არ უნდა ჩაიდინოს თვითმკვლელობა

7. მხატვრის დამოკიდებულება შთაგონებისადმი: 

– მხატვარი უნდა ეძიებდეს შთაგონებას საკუთარ პიროვნებაში
– რაც უფრო ღრმად ეძებს მხატვარი მით უფრო საყოველთაო ხდება ის
– მხატვარი – ეს მთელი სამყაროა
– მხატვარი – ეს მთელი სამყაროა
– მხატვარი – ეს მთელი სამყაროა

8. მხატვრის დამოკიდებულება თვითკონტროლისადმი: 

– მხატვარმა არ უნდა აკონტროლოს საკუთარი ცხოვრება
– მხატვარი ტოტალურად უნდა აკონტროლებდეს საკუთარ ნამუშევარს
– მხატვარმა არ უნდა აკონტროლოს საკუთარი ცხოვრება
– მხატვარი ტოტალურად უნდა აკონტროლებდეს საკუთარ ნამუშევარს

9. მხატვრის დამოკიდებულება გამჭირვალობისადმი:

– მხატვარი ერთდროულად უნდა გასცემდეს და იღებდეს
– გამჭირვალობა – ეს არის იყო ამთვისებელი
– გამჭირვალობა – ეს არის გაცემა
– გამჭირვალობა – ეს არის მიღება
– გამჭირვალობა – ეს არის იყო ამთვისებელი
– გამჭირვალობა – ეს არის გაცემა
– გამჭირვალობა – ეს არის მიღება
– გამჭირვალობა – ეს არის იყო ამთვისებელი
– გამჭირვალობა – ეს არის გაცემა
– გამჭირვალობა – ეს არის მიღება

10. მხატვრის დამოკიდებულება სიმბოლოებისადმი:

– მხატვარი ქმნის თავის საკუთარ სიმბოლოებს
– სიმბოლოები – ეს მხატვრის ენაა
– ამის შემდეგ ენა უნდა იყოს ნათარგმნი
– მაგრამ ზოგჯერ ძალიან რთულია მოარგო გასაღები
– მაგრამ ზოგჯერ ძალიან რთულია მოარგო გასაღები
– მაგრამ ზოგჯერ ძალიან რთულია მოარგო გასაღები

11. მხატვრის დამოკიდებულება სიჩუმისადმი:

– მხატვარს უნდა ესმოდეს სიჩუმის
– მხატვარმა უნდა გაათავისუფლოს ადგილი სიჩუმისთვის საკუთარ  ნამუშევარში
– სიჩუმე წააგავს კუნძულს ბობოქარი ოკეანის ცენტრში
– სიჩუმე წააგავს კუნძულს ბობოქარი ოკეანის ცენტრში
– სიჩუმე წააგავს კუნძულს ბობოქარი ოკეანის ცენტრში

12. მხატვრის დამოკიდებულება მარტოობისადმი:

– მხატვარი ხანგრძლივი დროის განმავლობაში უნდა იყოს მარტო
– მარტოობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს
– შორს სახლიდან
– შორს სახელოსნოდან
– შორს ოჯახისგან
– შორს მეგობრებისგან
– მხატვარი დიდ დროს უნდა ატარებდეს ჩანჩქერებთან
– მხატვარი დიდ დროს უნდა ატარებდეს ამომფრქვევად ვულკანებთან
– მხატვარი დიდ დროს უნდა ატარებდეს  მდინარეთა სწრაფი დინების ყურებაში
– მხატვარი დიდ დროს უნდა ატარებდეს ჰორიზონტის ყურებაში, სადაც ერთმანეთს ხვდება ცა და ოკეანე
– მხატვარი დიდ დროს უნდა ატარებდეს ღამე, ვარსკვლავებიანი ცის ყურებაში

13.მხატვრის დამოკიდებულება ყოველდღიურ მოღვაწეობასთან:

–მხატვარი არ უნდა მუშაობდეს სახელოსნოში ყოველდღე
–მხატვარი არ უნდა ექცეოდეს საკუთარ მუშაობას ისე, როგორც ამას აკეთებს ბანკის მოსამსახურე
– მხატვარმა უნდა შეისწავლოს ცხოვრება და შეუდგეს მუშაობას მხოლოდ მაშინ, როდესაც იდეა მოუვა მას ძილში ან    დღისით, მოულოდნელი ზმანების სახით
– მხატვარი არ უნდა მეორდებოდეს
– მხატვარი არ უნდა მიისწრაფოდეს, რათა იყოს ძალიან პროდუქტიული
– მხატვარმა თავი უნდა შეიკავოს შექმნას ისეთი ნამუშევრები, რომლებიც აბინძურებენ სამყაროს
– მხატვარმა თავი უნდა შეიკავოს შექმნას ისეთი ნამუშევრები, რომლებიც აბინძურებენ სამყაროს
– მხატვარმა თავი უნდა შეიკავოს შექმნას ისეთი ნამუშევრები, რომლებიც აბინძურებენ სამყაროს

14.მხატვრის ქონება: 

– ბუდისტი ბერები ამბობენ რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს 9 ნივთი:
კაბა ზაფხულისთვის
კაბა ზამთრისთვის
წყვილი ფეხსაცმელი
პატარა ჯამი მოწყალების შესაგროვებლად
1 კოღოების საწინააღმდეგო ბადე
1 ლოცვების წიგნი
1 ქოლგა
1 პატარა ხალიჩა დასაძინებლად
1 სათვალე თუ აუცილებელია
– მხატვარმა უნდა განსაზღვროს საკუთარი თავისთვის საგნების მინიმალური კრებული, რომლებსაც ის უნდა ფლობდეს
– მხატვარს სულ უფრო მეტად და მეტად ნაკლები უნდა ჰქონდეს
– მხატვარს სულ უფრო მეტად და მეტად ნაკლები უნდა ჰქონდეს
– მხატვარს სულ უფრო მეტად და მეტად ნაკლები უნდა ჰქონდეს

15. მხატვრის მეგობრების სია:

– მხატვარს უნდა ჰყავდეს ისეთი მეგობრები რომლებიც მას ამდიდრებენ სულიერად
– მხატვარს უნდა ჰყავდეს ისეთი მეგობრები რომლებიც მას ამდიდრებენ სულიერად
– მხატვარს უნდა ჰყავდეს ისეთი მეგობრები რომლებიც მას ამდიდრებენ სულიერად

16.მხატვრის მტრების სია:

– მტრები ძალიან მნიშვნელოვანია
– დალაი ლამამ თქვა, რომ ძალიან მარტივია თანაუგრძნო საკუთარ მეგობრებს, მაგრამ ბევრად უფრო რთულია თანაუგრძნო მტრებს
– მხატვარმა უნდა ისწავლოს პატიება
– მხატვარმა უნდა ისწავლოს პატიება
– მხატვარმა უნდა ისწავლოს პატიება

17.სიკვდილის განსხვავებული სცენარები:

– მხატვარს კარგად უნდა ჰქონდეს შეგნებული საკუთარი მოკვდავობა
– მხატვრისათვის, არა მხოლოდ ის არის მნიშვნელოვანი როგორ იცხოვრა, არამედ როგორ მოკვდება
– მხატვარი უნდა პოულობდეს თავის სიმბოლოებში  საკუთარი სიკვდილის ვარიანტების ნიშნებს
– მხატვარი სიკვდილს უნდა შეეგებოს გაცნობიერებულად და შიშის გარეშე
– მხატვარი სიკვდილს უნდა შეეგებოს გაცნობიერებულად და შიშის გარეშე
– მხატვარი სიკვდილს უნდა შეეგებოს გაცნობიერებულად და შიშის გარეშე

18. დაკრძალვის განსხვავებული სცენარები:

–მხატვარმა უნდა დატოვოს ინსტრუქციები, რომ მისმა დაკრძალვამ  სწორედ ისე ჩაიაროს, როგორც მას სურს
– დაკრძალვა –  მხატვრის ბოლო ნაწარმოებია
– დაკრძალვა –  მხატვრის ბოლო ნაწარმოებია
– დაკრძალვა –  მხატვრის ბოლო ნაწარმოებია

თარგმნა ლუიზა ლაფერაძემ

სანტიაგო სიერას „ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლუატაცია“

ის ამცირებს ადამიანებს, რათა  სხვა ადამიანებს – მაყურებლებს –ტანში ჟრუანტელმა დაუაროს.

ვინ არის ის

მხატვართა ბიოგრაფიებში ხშირად უთითებენ მათ სოციალურ წარმომავლობას – საინტიაგო სიერასთვის კი ეს აუცილებელია. იგი მუშების ოჯახიდან არის. დაბალი სოციალური ფენის ცხოვრებას სხვისი მონაყოლით არ იცნობს, მაგრამ რაც არ უნდა უცნაური იყოს, მჭიდრო კავშირის  ყველაზე დიდი  გამოცდილება „განწირულებთან“  მან მიიღო არა ესპანეთში, სადაც ის დაიბადა 1966 წელს, არამედ ჰამბურგში, სადაც სწავლობდა. წითელი ფარნების კვარტალში ცხოვრების დროს სიერა ჩაეშვა ლუმპენების, ლტოლვილების, არალეგალი იმიგრნტების, კლასობრივი პერიფერიების  ცხოვრებაში. იქ მან გაიგო, რომ სწორედ ეს ცხოვრება აღელვებდა როგორც ადამიანს და როგორც ხელოვანს.

მეხიკოში გამგზავრების შემდეგ, 1991 წელს, სიერა სამწუხაროდ ვეღარ ახერხებდა ეცხოვრა ქალაქის ჯურღმულებში: ესპანელისთვის ეს შეიძლება სახიფათო ყოფილიყო. როგორც მხატვარი ამბობს: „იყო ესპანელი მეხიკოში – ნიშნავს იყო ისტორიის ნაწილი, რომელიც არავის სურს ახსოვდეს“, მაგრამ მას დარჩა  „თავისიანებთან“ ყოფნის და მშობლიურ გარემოში ინტეგრირების სურვილი. მან შეძლო ეს გაეკეთებინა ხელოვნების მეშვეობით.

რას აკეთებს

ოთხმოცდაათიანების განმავლობაში სიერა თავის ხელოვნებაში   მინიმალიზმის, ლენდ–არტისა და ინსტიტუციონალური კრიტიკის ტრადიციებს აგრძელებდა. ბეტონისაგან და მუყაოსაგან ის მასშტაბურ ობიექტებს აკეთებდა. ძველი მანქანის ნაწილებისაგან და კონტეინერებისაგან ინსტალაციებს, გალერეების სტერილურ სივრცეებში ახორციელებდა მხატვრული „ვანდალიზმის“ აქციებს. დღესდღეისობით  სიერა ცნობილია, როგორც ხელოვანი, რომელიც თავისი ნამუშევრებისათვის მასალად იყენებს ადამიანებს.

სანტიაგო სიერა – ჩვენი დროის ერთერთი პროვოკატიური ხელოვანია. ის ახორციელებს პროექტებს, რომლებშიც განზრახ ამცირებს ადამიანის ღირსებას  და აიძულებს მას ჩაიდინოს არაგონივრული , სამარცხვინო მოქმედებები მცირე თანხის  სანაცვლოდ. მის აქციებში მონაწილეობას იღებენ ადამიანები დაბალი სოციალური ფენიდან,უუფლებო ემიგრანტები და ლტოლვილები, მეძავეები და ნარკომანები,  რომლებიც ყველაზე დაბალანაზღაურებად და ბინძურ სამუშაოებს ასრულებენ. ერთი სიტყვით, „ბრბო“ თანამედროვე ცივილიზაციის განაპირა უბნებიდან, გლობალური კაპიტალიზმის მსხვერპლნი მეორე და მესამე მსოფლიოდან.

მხატვრის წყალობით ყველა „გარიცხულები“ ხვდებიან ელიტარული ბურჟუაზიული კულტურის ეპიცენტრში– გალერეების სივრცეებში და პროგრესულ მხატვრულ ინსტიტუციებში, სადაც ისინი მზად არიან მცირედი თანხის სანაცვლოდ გააკეთონ ყველაფერი რასაც მათ სთხოვს მხატვარი. ისინი მზად არიან უბრალოდ იდგნენ გალერეაში და შეასრულონ „ცოცხალი სკულპტურის“ფუნქცია“; შეიღებონ თავები მხატვრის მიერ ამორჩული ფერით, ვიდეოკამერის წინ დაკავდნენ მასტურბაციით, ისხდნენ კოლოფებში რამდენიმე საათი დღის განმავლობაში; განასახიერონ კრონშტეინი და მხრებით ეჭიროთ ხის უზარმაზარი ბლოკები.

ხელოვანის აზრით პიროვნება თანამედროვე სამყაროში – ეს არის ობიექტი, რომელიც ეკუთვნის ან სახელმწიფოს ან კაპიტალს. ეს ისეთივე მასალაა როგორც ბეტონი ან ლითონი, ამიტომ შენ შეგიძლია მას მოეპყრო იგივენაირად – ჩამოაყალიბო, შეღებო, განათავსო სივრცეში. სიერას არ სჯერა, რომ ხელოვნებას აქვს შესაძლებლობა შეცვალოს სამყარო. „მე ვარ მდიდრული ნივთების მწარმოებელი“, ამბობს ის და თავს იქნევს ვიდეო და ფოტოდოკუმენტაციის მხარეს, რომელშიც ასახავს მოქმედებებს, რომლებიც განახორციელა საკუთარი ხელოვნბის ობიექტებით.

რაზეა ეს ყველაფერი

  „კაპიტალიზმი, როგორც მზე– ჩნდება ყოველდღიურად და შეუძლებელია მისი შეჩერება“,– ამბობს სიერა. მან საკუთარი ხელოვნება  სრულიად მიუძღვნა  ამ მნათობის კვლევას და მის იმ პროცესებს, რითიც ზოგიერთებს ხვდება შუქი და სითბო  დანარჩენებს კი – გაუსაძლისი ღადარი და დამწვრობა.

სიერას აზრით ყველაფერი დამოკიდებულია გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ გეოგრაფიაზე . გლობალურ სამყაროში წინააღმდეგობები სვხადასხვა სოციალურ ჯგუფებს და საზოგადოებრივ კლასებს შორის უკიდურესად დაძაბულია, მსოფლიო იყოფა სამ ნაწილად და კაპიტალიზმი ამ დაყოფას  თავის სასარგებლოდ  და თავის  მიზნებისთვის იყენებს. პირველი მსოფლიო ექსპლუატაციას უწევს მეორეს საკუთარი გამდიდრებისათვის, მეორე ვერ იტანს პირველს, მაგრამ მონურად ემორჩილება მას, რათა გადარჩეს.

მთავარი კითხვა, რომელიც აღელვებს სიერას – რა არის შრომა თანამედროვე კაპიტალისტურ სისტემაში? ხელოვანის ინტერპრეტაციით, შრომა – ეს არის ის რაც თავმოხვეულია კაპიტალის რეპრესიული კანონებით, რაც სრულიად გაუცხოებულია ადამიანის პიროვნებისაგან, რაც მას არსებობის აზრს ართმევს  და აქტიური სუბიექტიდან ზომბად აქცევს, უბიძგებს ჩაიდინოს ნებისმიერი ქმედებები, რომელთაც სიკვდილის შიში იწვევს.

თავის მისწრაფებაში,  გააშიშვლოს ყველა ეს უსამართლობა,  სიერა არ მიმართავს „კრიტიკული ხელოვნების“ სტრატეგიებს, რომლებიც უპირატესობას ანიჭებს განდგომილი დამკვირვებლის პოზიციიდან გამოთქვას საკუთარი დაუკმაყოფილებლობა სამყაროთი ან მხატვრულად შეაფურთხოს მას სახეში.

სიერა პირიქით, სრულიად ასოცირდება გაბატონებული წესრიგის  ყველაზე მკაცრ კანონებთან. ის მოქმედებს მისი ყველაზე რეპრესირებული ფორმების ლოგიკით, რითიც უნდა, რომ  აჩვენოს საზოგადოებას მისი სურვილების აუტანლობა.

ხაზი –30 სმ. ტატუირებული 30 სმ. ხაზი ადამიანზე გასამრჯელოს სანაცვლოდ. 1988 წელი

Image

1998 წელს სიერამ პირველად გააკეთა თავისი პირველი აქცია, რომელშიც მან გამოიყენა ადამიანი როგორც მასალა. მხატვრული მანიპულაციების ობიექტი, გახლდათ მეხიკოს ღარიბი მცხოვრები, რომელსაც ძალიან ესაჭიროებოდა ფული. მცირე თანხის სანაცვლოდ (50$) მან თანხმობა განაცხადა, რომ მის ზურგზე გაეკეთებინათ 30 სმ. ტატუირებული ხაზი.

აქციის შემდეგ თავად სიერა იმდენად იყო შოკირებული საკუთარი, ექსპლუატატორის როლით, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ იღებდა გადაწყვეტილებას გაემეორებინა რაიმე მსგავსი. მაგრამ  ერთი წლის ფიქრის შემდეგ ხელოვანი მიხვდა, რომ დამნაშავე ის არ არის,  არამედ  სოციალური მდგომარეობაა,  რაც მას საშუალებას აძლევდა განეხორციელებინა მსგავსი ქმედება. სულ მალე მან იგივე აქცია გაიმეორა და გააკეთა ექვსი კუბელი ადამიანის ზურგზე, რომლებსაც გადაუხადა უფრო ნაკლები თანხა (30$). ტატუირებული ზოლის  საერთო სიგრძე წარმოადგენდა 250 სმ.

 “465  ადამიანი რომელთაც გადაუხადეს“ 1999 წელი

Image

უნდა აღინიშნოს , რომ სიერა საკუთარი პროექტების რეალიზაციაში პრაქტიკულად ყოველთვის მოქმედებს შუამავლის მეშვეობით. ის თავის ნამუშევრებში რთავდა სხვადასხვა მომსახურეობის სამსახურებს.

ინსტალაციის „465  ადამიანი რომელთაც გადაუხადეს“  შესაქმნელად, რომელიც განხორციელდა მეხიკოში, რუფინო ტამაიოს მუზეუმში და მასში ჩართული იყო დასაქმების სააგენტო, ხელოვანის თხოვნით შეარჩია 30–დან 40 წლამდე, 160–დან 170 სმ.–მდე სიმაღლის ინდიელი წარმოშობის და თეთრკანიანი მამაკაცები.

ამ ადამიანებს  შესასვლელისკენ ზურგით შეტრიალებულებს  უნდა შეევსოთ საგამოფენო დარბაზი და გაუნძრევლად მდგარიყვნენ „ ცოცხალი სკულპტურების“ მსგავსად სამი საათის განმავლობაში. ადამიანთა რაოდენობა – 465– მხატვრის მიერ განსაზღვრული იყო – ხუთი ადამიანი კვადრატულ მეტრზე.
მაგრამ აქციამ ბოლომდე წარმატებით ვერ ჩაიარა, როგორც სიერა ამბობს, იმ კომპანიის გამო, რომელმაც უამრავი პრობლემა შექმნა. გაირკვა, რომ მონაწილეთა შორის აღმოჩდნენ სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები,  რომლებსაც უთხრეს, რომ ისინი სპეკტაკლზე დასასწრებად მიჰყავდათ. ასე რომ ამ ადამიანთა ჯგუფთან მაშინვე მოუწიათ  დამშვიდობება, დანარჩენი ნაწილი კი, როგორც გაირკვა, მექსიკური ნაციონალური დაცვის წევრები და აგრეთვე მომსახურეობის სამსახურის მუშაკების მეგობრები და ნათესავები იყვნენ.

10 სმ. ზოლი, ამოპარსული ორი ნარკომანის თავზე, რომლებმაც ანაზღაურების სახით ჰეროინი მიიღეს  2000 წელი . პუერტო–რიკო.

Image

ადამიანებისათვის მხოლოდ ფული არაა ძირითადი მოტივაცია, რაც მათ  სიერას უცნაურ სურვილებს ასრულებინებს.  ერთ–ერთ მის პერფორმანსში , რომელიც მან განახორციელა პუერტო–რიკოში, ქალაქში, რომელსაც ფლობს ნარკომაფია, მონაწილეობა ორმა ნარკომანმა მიიღო. სიერამ მათ  კეფაზე ამოპარსა წყვილი ზოლი და მორიგი მორალური ბარიერის გადალახვის შემდეგ ანგარიში მათ ჰეროინით გაუსწორდა.

ბანერი არტ–ბაზრობაზე 2001 წელი, ბაზელი

Image

როგორც წესი , სიერას აქციის მონაწილეებს არ ააქვთ ხმის უფლება და გამოდიან, როგორც მდუმარე დამყოლი სხეულები.. მაგრამ არის პერფორმანსები, რომლებშიც სიერა ანიჭებს მათ, რა თქმა უნდა, მის მიერ ფორმულირებული და განსაზღვრული,  გამოთქმის შესაძლებლობას.

2001 წელს ბაზელში არტ–ბაზრობის გახსნის დროს თურქული წარმოშობის სამმა ადამიანმა (თურქული იმიგრაცია – მნიშვნელოვანი ევროპული თემაა) გაშალეს ბანერი ლოზუნგით: „ადგილობრივებო – წადით აქედან!“ მიუხედავად იმისა, რომ აქცია უნდა გაგრძელებულიყო ორი დღის განმავლობაში , დაქირავებულმა ადამიანებმა მიატოვეს საქმე იმ მიზეზით, რომ თავს უკიდურესად არაკომფორტულად გრძნობდნენ მოცემულ სიტუაციაში.

ბანერი ზღვის ყურეს მოპირდაპირე მხარეს 2001 . მაიორკა

Image

ეს აქცია განმეორებული იყო მხატვრის მიერ მაიორკაზე, სადაც მოსახლეობის დიდ ნაწილს წარმოადგენენ გერმანელები, დაწყებული კუნძულის მესაკუთრეებიდან დამთავრებული მომსახურე  პერსონალით. იგივე შინაარსის ბანერი ახლა უკვე გამოფენილი იყო კლდეზე. რამდენიმე საათის შემდეგ ქალაქის საბჭომ ეს ბანერი ჩამოხსნა. პარადოქსი იყო ის, რომ თავად საბჭო გამოდიოდა მოცემული მხატვრული აქციის ორგანიზატორად.

30 მუშის განლაგება კანის ფერის მიხედვით ფულადი ანაზღაურების შემდეგ. 2002 წელი, ვენა.

Image

სიერასთვის საკუთარი, მხატვარი–მინიმალისტის გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. ის ადამიანებს ეპყრობა, როგორც ქანდაკების ან ინსტალაციის ელემენტებს, სადაც ფორმას , ფერს, ზომას და ფაქტურას პირველადი მნიშვნელობა აქვს. 2002 წელს ვენის „კუნსტ ჰალეში“ სხვადასხვა ნაციონალობის  30 მუშა იყო გახდილი და იდგნენ მწკრივში, გრადაციის წესით, მათი კანის ფერიდან გამომდინარე,  მუქიდან–ღიამდე.

18 ადამიანზე პოლიურეტანის დასხურება  2002. იტალია

Image

არანაკლებ მნიშვნელოვანია ფორმალური შემადგენელი ამ აქციაში, რომელშიც მონაწილეობისათვის მიწვეულნი იყო თვრამეტი მეძავი ქალი, აღმოსავლეთ ევროპიდან. აქცია მიმდინარეობდა შუა საუკუნეების არამოქმედ ტაძარში. ცელოფნით შეხვეულ ქალების ინტიმურ ადგილებს „აქაფებდნენ“ პოლიურეტანით, როცა ისინი იღებდნებ სხვადასხვა პოზებს. აქ აშკარაა მინიშნება ივ კლაინის ცნობილ მხატვრულ აქტზე, რომლის მსვლელობის დროსაც ქალების სხეულების მეშვეობით ის ხატავდა თავის ცნობილ ლურჯ აბსტრაქციებს. თუმცა აზრად არავის მოსვლია თან წაეღო პოლიურეთინის მახინჯი ტვიფარი, რომლებიც სიერას მხატვრული აქციის შემდეგ დარჩა. ქაფი, ცელოფანი, საკვების ნარჩენები და სხვა ნაგავი დარჩა მიტოვებულ ტაძარში, მეძავეები კი დაუბრუნდნენ თავიანთ ჩვეულ საქმიანობას.

ამ აქციის დოკუმენტაცია ნაჩვენები იყო მოსკოვის პირველ ბიენალეზე ლენინის მუზეუმში მთავარი საგამოფენოს პროექტის ფარგლებში.

9 ფორმა  100 х 100 х 600,  კედელთან პერპენდიკულარულად კონსტრუირებული. 2002. ნიუ–იორკი

Image

სიერა საკუთარი ნამუშევრებისთვის მასალად მამაკაცებს უფრო იყენებს, რადგან მათი მონაწილეობა გამოფენებში ითხოვს დიდ ფიზიკურ ძალისხმევას. ამ პროექტში თვრამეტმა მუშამ მიიღო მონაწილეობა. გამოფენის განმავლობაში, რომელიც ორი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა, მუშები ყოველდღიურად ასრულებდნენ ბრჯენის როლს, რომლებიც აფიქსირებდნენ საკუთარ მხრებზე მასიურ ხის ბლოკებს და ამისათვის გასამსჯელოს იღებდნენ 12 $ საათში.

დაფარული სიტყვა 2003. ვენეცია

2003 წელს სანტიაგო სიერა ვენეციის ბიენალეზე წარმოადგენდა ესპანეთს ნაციონალურ პავილიონში. ხელოვანის გადაწყვეტილების მიხედვით პავილიონში, რომლის სახელწოდებაც მან შეფუთა, მოხვედრა შეეძლოთ მხოლოდ იმ მოქალაქეებს რომლებიც ფლობდნენ ესპანეთის მოქალაქეობას. ექსპოზიციის ნახვის თითოეულ მსურველს პავილიონში შესვლის წინ დაცვის სამსახურის წარმომადგენელი უმოწმებდნენ პასპორტს, პავილიონის შიგნით კი სიცარიელე იყო. სიერამ ამ სიტუაციას შემდეგი კომენტარი გაუკეთა:  „ ნაციონალობა – ეს პოლიტიკური კონსტრუქციაა , რომლის შიგნითაც სიცარიელა.“

სახელოვნებო სივრცის ჭერიდან გამოყოფილი მუშის ხელი საცხოვრისიდან  2004. მეხიკო.

Image

ხშირად ხელოვანი ისე იყენებს ადამიანთა სხეულებს, რომ განზრახ აჩენს მხოლოდ ნაწილებს, როგორც ეს ამ პერფორმანსში იყო, რომელიც  განხორციელდა მეხიკოში,  გალერეაში – „ორიზაბა“. სიერამ დაიქირავა მუშა, რომელიც იმყოფებოდა საცხობრებელი ადგილის სივრცეში, გალერეის თავზე და რომელმაც ხელი გაყო იატაკში სპეციალურად გაკეთებულ ხვრელში. ამგვარად , მაყურებლებს, რომლებიც მოდიოდნენ გამოფენაზე ხვდებოდათ საგალერეო სივრცის სიცარიელე და ჭერიდან  ჩამოშვებული ხელი.

„მარსელიეზას“ პირველი სტრიქონები, შეუჩერებლად შესრულებული ერთი საათის განმავლობაში. 2004 წელი. საფრანგეთი.

Image

საკუთარ პრაქტიკაში სიერა ხშირად იყენებს შეუჩერებლობის და განმეორების სტრატეგიას. ბრეტინიის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში ხელოვანმა მოაწყო აქცია–კონცერტი. სცენარის მიხედვით სიმფონიური ორკესტრი ერთი საათის განმავლობაში შესვენების გარეშე ასრულებდა „მარსელიეზას“, სადაც ეს პათეტიური ნაწარმოები სრულიად მოკლებული იყო პასიონარულ ინტონაციებს. ემოციონალური, რევოლუციური მოწოდება თითქოს „ჩაიხვია“ დროით გაფუჭებულ ფირფიტაზე. სულელურ უსასრულობაში  მოხვედრით “მარსელიეზა“ უეცრად გადაიქცა მომაბეზრებელ მარშად, რომელსაც ოფიციალური ხასიათის ღონისძიებებზე ასრულებენ. კონცერტის მოსმენა შესაძლებელია აქ:  http://www.santiago-sierra.com/200402_1024.php

ბუქარესტი. 2005

Image

 

სახალხო სახლი ბუქარესტში (პარლამენტის სასახლე) – რუმინეთის ტოტალიტარული ეპოქის ერთ–ერთ უმთავრეს ძეგლს წარმოადგენს. შენობა1984 წელს  აშენდა  ჩაუშესკუს ბრძანებით. ის გვაოცებს უზარმაზარი მასშტაბებით  და მასში არსებული სიმდიდრით. სასახლე, რომელშიც განლაგებული იყო სახელმწიფო ინსტიტუტების შტაბ–ბინა და დიქტატორის პირადი აპარტამენტები, დიდი ხნის განმავლობაში მეორე ადგილზე იყო სიდიდით პენტაგონის შემდეგ. სასახლის აშენების გამო ნაწილობრივ განადგურდა ქალაქის ისტორიული ნაწილი, რადგან ახალი ეპოქის ძეგლს ბევრი მარმარილო სჭირდებოდა.

დღევანდელ დღეს შენობაში განთავსებულია სხვადასხვა სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, და აგრეთვე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმიც (ჩაუშესკუს პირადი აპარტამენტების ადგილას.)

პროექტი, რომელიც სანტიაგო სიერამ განახორციელა პარლამენტის სასახლეში, ბუქარესტში, მდგომარეობდა შემდეგში.. ხელოვანმა მოიწვია 396 რუმინელი ქალბატონი, რომლებიც დადგნენ შავი დერეფნის გასწვრივ, რომლის სიგრძეც 240 მეტრი იყო, ისინი ყველა ერთად იმეორებდნენ – „ დამეხმარეთ“. ვერნისაჟზე მოსულ მაყურებელს უნდა გაევლოთ ეს დერეფანი რიგრიგობით. თითოეულს უნდა გადაელახა სივიწროვე,  რომელიც გამოწვეული იყო იქ მდგარი ხალხის მიერ და სიტუაციის მორალური დისკომფორტი.

“ანარქისტები”. 2006. რომი

Image

აქციაში „ანარქისტები“ დისკომფორტი განიცადეს, პირველ რიგში იდეოლოგიური, არა მაყურებელმა, არამედ თავად აქციის მონაწილეებმა. ამ ჯერზე ისინი ეთიკური მანიპულაიის მსხვერლი იყვნენ .  მათ თავზე ეხურათ კაპიროტები (შავი ქუდები რომლებიც ფარავენ სახეს და გამოიყენება კათოლიკური ცერემონიების დროს ზოგიერთი რელიგიური საძმოს წარმომადგენლების მიერ), ისინი დათანხმდნენ მოესმინათ პაპის მესა. ამ ახალგაზრდა თავისუფლების  მომხვეჭი ადამიანების  იდეური პრინციპების ფასი, რომლებიც  უგულვებელყოფენ ფულს, დოგმებს და ძალადობას, არც ისე დიდი აღმოჩნდა. თითოეულმა მონაწილემ მიიღო 100 ევრო.

245 მ3 (245 3). 2006.გერმანია

Image

სიერას აქციების უმრავლესობა სიტუაციურია, ანუ იდეურად დაკავშირებულია ისტორიულ, სოციალურ და იმ ადგილის სივრცობრივ პირობებთან, სადაც ისინი ხორციელდება. 2006 წელს სიერამ მოაწყო აქცია გერმანიაში, რომელიც, როგორც თავად ხელოვანმა განაცხადა, წარმოადგენს პროტესტს ჰოლოკოსტის ბანალიზაციის წინააღმდეგ. სინაგოგასთან  ექვსი სატვირთო  მანქანის გააჩერების შემდეგ, მხატვარმა სპეცილური მილების მეშვეობით მანქანის მაყუჩები დააკავშირა შენობას. იმის შემდეგ, რაც სინაგოგა სრულიად შეივსო  გამონაბოლქვი გაზით, მნახველებს სთავაზობდნენ შესულიყვნენ შენობაში აირწინაღებით.

უნდა ითქვას, რომ თავად ებრაულმა თემმა უკიდურესად ნეგატიურად განეწყო პროექტისადმი და განაცხადა, რომ ეს არის აქტი მხატვრული თავისუფლების და თავად ებრაული საზოგადოების შეურაწყოფა.

ხაფანგი 2007. სანტიაგო – დე–ჩილი.

Image

ზოგადად სანტიაგო სიერას პერფორმანსებში მონაწილეობენ ადამიანები დაბალი სოციალური ფენიდან, მაგრამ აქციაში “ხაფანგი“ მონაწილეობისათვის მოწვეული იყო პერუს საზოგადოების ნამდვილი ელიტა. აქციაში სულ ცამეტი ადამიანი იყო ჩართული, რომელთა შორის კონგრესის პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი, უმაღლესი საგანმანათლებლო და კულტურული ინსტიტუციების დირექტორები, და მასმედიის მოწინავე წარმომადგენლები იყვნენ. აქცია მდგომარეობდა შემდეგში – თითოეული VIPსტუმარი  შედიოდა გრძელ, ხის დერეფანში, გადიოდა მასში და არ იცოდა საკუთარი მიმართულების საბოლოო წერტილი. უეცრად აქციის მონაწილეები დერეფნის ბოლოს, მაყურებლებით გარშემორტყმული  თეატრალური სცენის ცენტრში ხვდებოდნენ. აუდიტორიას შეადგენდა 168 პირქუში პერუელი მუშათა კლასის წარმომადგენელი. ხალხთან „შეხვედრის“ შემდეგ აქციის მონაწილე ტრიალდებოდა და უკან ბრუნდებოდა, მაგრამ ამ დროს დერეფნის კონსტრუქცია იცვლებოდა და გზა მიდიოდა ქუჩისკენ. მონაწილეს აძლევდნენ მანქანის გასაღებს და მადლობას უხდიდნენ აქციაში მომონაწილეობისათვის. ვიდეოს საშუალებიტ შეძლებთ ბოლომდე შეიგრძნოთ ამ სიტუაციის პიკანტურობა  http://www.youtube.com/watch?v=uKZpkzcewPs

ამ აქციაში გვაკვირვებს არა მხოლოდ ჩვეული სოციალური დისპოზიციის შეცვლა: მიუხედავად იმისა რომ ელიტა რჩება თავის ჩვეულ ადგილზე – სცენაზე, ის მოკლებულია შესაძლებლობებს ითამაშოს მისთვის კარგად ნაცნობი როლი. გასაკვირია ისიც თუ როგორ მოახერხა სკანდალურად ცნობილმა ხელოვანმა მიეწვია ასეთი მაღალი თანამდებობის პირნი  აქციაში მონაწილეობის მისაღებად.

1549 სახელმწიფო დანაშაული. 2007. მეხიკო

Image

2007 წლის 22 ოქტომბერს ყოფილი საერთაშორისო ურთირთობების ადმინისტრაციული განყოფილების შენობაში სიერამ მოაწყო იმ ადამიანთა სიის წაკითხვა, რომლებიც 1968 წლის ოქტომბრიდან 2007 წლის ოქტომბრამდე იყვნენ მოკლული და დაკარგული პოლიტიკური მიზეზების გამო. ამ ადამიანთა სახელები შეგროვდა მეხიკოს დამოუკიდებელი ნაციონალური უნივერსიტეტის მიერ. სიის კითხვა გრძელდებოდა 72 საათი.

სანტიაგო სიერაზე

როგორც უკვე ითქვა, სიერა არის ჩვენი დროის ერთ–ერთი ყველაზე პროვოკატიული ხელოვანი, ამიტომ კრიტიკოსები მის ხელოვნებას აფასებენ არაერთმნიშვნელოვნად. მხატვრის ამორალურ ქმედებებს ისინი აღიქვამენ, როგორც გაცნობიერებულ დაცინვას საზოგადოების დაჩაგრულ ფენებზე. „მხატვრები, რომლებიც მუშაობენ სხვის ხარჯზე, როგორც სიერა, მიზანტროპები და კაცთმოძულენი არიან. მათ  არამხოლოდ უნდათ ხედავდნენ დამონებულებს, არამედ თავად მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა. ისინი აგრეთვე რთავენ პუბლიკას, რომელიც მიდის , ნახულობს და ყიდულობს, საყოველთაო დამცირებით თავბრუდახვეული.“ – ასე თვლის ფრანგი კრიტიკოსი ჟერომ დებუა.

სხვები, პირიქით თვლიან,  რომ სიერამ აირჩია კაპიტალისტური სისტემის კრიტიკის ერთ–ერთი ყველაზე სასტიკი, მაგრამ სწორი გზა… როგორც კურატორი როზა მარტინესი წერს,– „სიერას პრაქტიკაში დევს ულმობელი პოლიტიკური კრიტიციზმი… თუმცა სიერა ამტკიცებს , რომ არ სჯერა ხელოვნების, როგორც გადამრჩენი ძალის. მისი ნამუშევრები ფლობენ ამაღელვებელ სილამაზეს, გრანდიოზულ კათარზისულ ეფექტს და უდავოდ იძლევიან   ძლიერ იმპულსს სოციალური გარდაქმნებისათვის“.

მაგრამ უნდა აღინიშნოს სწორედ მხატვრული სტრატეგიის პროდუკტიულობა, რომელსაც სიერა იყენებს. ჰოლანდიელი კრიტიკოსების დუეტი „ბავო“ ამბობს, რომ „ სიერა საბოტაჟს უწყობს საზოგადოების ჩვევას,  წინააღმდეგობის  პასუხისმგებლობა ხელოვნებაზე გადაიტანოს“.

ხელოვანი საზოგადოებას არ უტოვებს შესაძლებლობას გაექცეს საკუთარ საშინელ კანონებს.

თარგმნა ლუიზა ლაფერაძემ

 

 

 

 

 

 

 

 

7000 მუხა

7000 მუხა –  გერმანელი პოსტმოდერნისტი ხელოვანის იოზეფ ბოისის ერთერთი ყველაზე ამბიციური პროექტია. 1982 წელს  საერთაშორისო გამოფენის „დოკუმენტა7“  ქალაქ კასელის ქუჩებში 7000 ბაზალტის ლოდი გროვად იყო დაყრილი. ბოისის ჩანაფიქრის მიხედვით სწორედ ამ რაოდენობის მუხა უნდა ყოფილიყო დარგული გერმანიიდან რუსეთამდე. ხეების რაოდენობა რომ მარტივად დათვლილიყო თითოეულ ხესთან დგამდნენ ქვის ფილას, რომელიც დამატებით აზრსა და ეფექტს ჰმატებდა მთელ მოქმედებას. ამ აქციის დასრულება შესაძლებელი გახდა მხოლოდ ავტორის გარდაცვალების შემდეგ.ბოლო მუხის ხე დაირგო ხუთი წლის შემდეგ გამოფენაზე „დოკუმენტა8“

Image

იოზეფ ბოისი აპირებდა რუსეთისკენ მიმავალ გზაზე  შეევლო ყველა ქალაქში და ყველგან დაერგო თითო მუხის ხე. სავარაუდოდ, ეს არის პირველი ეკოლოგიური აქცია ხელოვნების პოზიციიდან. მაშ ასე, შევეცადოთ გავრკვეთ სად არის აქ ეკოლოგია და სად არის მხატვრული ჟესტი. საეჭვოა, რომ ხეების  ასეთი რაოდენობის დარგვით, ხუთი წლის განმავლობაში, პლანეტის ან თუნდაც ერთი რეგიონის ეკოლოგიური მდგომარეობა კარდინალურად შეიცვლება, რადგან დამატებით ერთი ხის დარგვა ქალაქში ამინდს ვერ შექმნის. საქმე ისაა , რომ ბოისი ვარაუდობდა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იქნებოდა – იდეა აუცილებლად უნდა აეტაცად სხვა ქალაქებსა თუ ქვეყნებში. პრინციპულ მომენტს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ მოსახლეობის ეკოლოგიური ცნობიერების გამოღვიძება იყო არა მხატვრის საკუთარი მაგალითი, არამედ მოქალაქეთა პირადი გამოცდილება. ბოისი ცდილობდა დაერწმუნებინა ისინი, რომ მათ თავად დაერგოთ მუხის ხე. ეს დამახასიათებელი მაგალითი  ერთდროულად წარმოადგენს XX საუკუნის  რამოდენიმე თავისებურებას. პირველ რიგში, მაყურებლის ჩართულობა მხატვრულ პროცესში – ხელოვნების ცვლილების ერთერთი ძირითადი მომენტია და მეორე ის , რომ ხელოვნება აღარ არის მეტაფორული და იწყებს  ცხოვრების რეალური სივრცის ხელყოფას, რომლის ტრანსფორმაციასაც ახდენს საკუთარი მოთხოვნილებებისა და წარმოდგენების მიხედვით. პროექტის „იოზეფ ბოისის სახ. თეატრი“ მხატვრული ხელმძღვანელის გეორგ ჟენოს დადასტურებით, ერთ–ერთ ქალაქში ორი მეზობელი, რომლებიც ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ, ბოისთან ურთიერთობის შემდეგ გადაწყვიტეს ერთად დაერგოთ მუხის ხე.

Image

ბოისის, როგორც ჭეშმარიტი პოსტმოდერნისტის პოლიტიკას, სოციალურ წყობას და ხელოვნებას არ გააჩნია მკაფიო საზღვრები. ცხოვრების ყველა სფეროს მხატვრული გადააზრება  ამავდროულად იქცევა მოქმედ რეალობად. 1978 წელს იოზეფ ბოისმა გამოაქვეყნა მანიფესტი „სოციალურ სკულპტურაზე“,  სადაც ჩამოაყალიბა „პირდაპირი დემოკრატიის“ ანარქო – უტოპიური პრინციპი, რაც  გულისხმობს, რომ თითოეულ ადამიანს აქვს შესაძლებლობა შემოქმედებითად გადაამუშაოს გარემო და შეცვალოს უკეთესობისაკენ. ბოისი ხელოვნებიდან ელოდა გარემოს რევოლუციურ ცვლილებებს, ამიტომ  მხატვარს ის აყენებდა მოწინავე ადგილას და თითოეულ ადამიანს მოუწოდებდა დამდგარიყო მხატვრის ადგილას.

Image

ბოისი არ ითხოვდა მისგან შთაგონებული ადამიანისაგან ასეთივე მაშტაბურ აქციებს. ამ ქმედებების ძირითადი აზრი იყო ის, რომ არ არსებობს უფრო მეტი სიმარტივე და ეფექტურობა გარე სამყაროს რეალური ცვლილებისათვის, ვიდრე ერთი ადამიანის მინიმალური მოქმედებები მისი პირადი სამყაროს აღქმის ჩარჩოებში. ერთი ხე სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ აჩვენო საკუთარ თავს, რომ მეორე, მესამე და მეათე ირგვება ასევე პრიმიტიულად.

თარგმნა ლუიზა ლაფერაძემ

პროექტიდან „ადამიანის უფლებათა დეკლარაცია“

Image

 კაზიმირ მალევიჩი, 

“ავტოპორტრეტი”  –1933 წელი

 

 

 პროექტიდან   „ადამიანის უფლებათა დეკლარაცია“ 

1)      სიცოცხლე და სიკვდილი – თითოეულის საკუთრებაა, არავის და არანაირ მიზეზს არ ძალუძს   ამ უფლების წართმევა.

როდესაც ეს კანონი ადამიანის მიერ იქნება მიღებული, მაშინ მას შეეძლება თქვას – „მე თავისუფალი ვარ“.

2)      სახელმწიფოს ყველა საზღვრის განადგურებას, ნაციონალობის განადგურებას, მივყავართ სრულყოფილებამდე.

3)      სიცოცხლის მიზანი – ადამიანის მრავალრასობრივი დაყოფის  გარდაქმნაა  ერთ რასად. რასის განადგურება ადამიანის ინსტიქტის საფუძველში დევს. და ყველა კანონი, რომელიც საზღვრავს რასებს, ნაციონალობას –მიამიტი ცხოველის გადმონაშთია.

ადამიანი ხუთი რასისგანაა, ანუ ხუთი ნაწილისგან, მისი ტვინი იყოფა ხუთად. მისი ხმა, სიბრძნე დაყოფილია ხუთად, ის ხუთ ნაწილად დაშლილი უჯრედია. მომავალი ადამიანი მონოლითურია , უხილავი.[ ცხოველის ველური ინსტიქტი ხელს უშლის სასწრაფო გაერთიანებას.]

4)      საერთო ენა მომავლის გენიალურობაა, მისი ძალა უჩვეულოა, მისი ხმა ათას ორკესტრზე უფრო ძლიერია.

5)      რასის განადგურება.

 

 

დღის წესრიგი

 

1)      სიცოცხლე და სიკვდილი თითოეული ადამიანის ხელშეუვალი საკუთრებაა. არავის და სახელმწიფოს მოწყობის არანაირი მიზეზებს არ ძალუძთ წაართვან  ეს  უფლაბა მაშინაც კი როცა სახელმწიფოს განადგურება ემუქრება.

 

2)      სახელმწიფოთა, ნაციონალობების განათლება არანორმალურია. კაცობრიობის ეს შეცდომა უნდა  იქნას გამოსწორებული თაობების აღზრდის გზით.

3)      {სახელმწიფოს, ნაციონალობის, მამულის  განადგურება, რასების არევა, საერთო ენის შექმნა}

4)      განადგურება ყველ კანონის, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფოს ძალაუფლებას, ნაციონალობას, მამულს. ადამიანთა ყველა რასის უსწრაფესი შეერთება  ერთ ხატად და  ფორმად. ცწრაფვა საყოველთაო ენის შექმნისაკენ – ჩვენი სრულყოფილების მიზანია. ადამიანი თავს იყრის ერთ მძლავრ გამოხატულებაში, ერთ ჩამოსხმულ სხეულში. მისი სხეულის ხუთი განსხვავებული უჯრედი იქნება თავმოყრილი  ერთ სხეულად. ხმა, სიბრძნე, ძალა და შემოქმედება გახუთმაგდება.

5)      რელიგია ჩანაცვლებული უნდა იყოს  უმაღლესი რელიგიის ახალი  საერთო ფორმით. გთავაზობთ შევქმნათ ტაძრები ფიცარნაგებზე,  სადაც იმსახურებენ ცოცხალი სულის შემოქმედნი და ყოველ ჯერზე უჩვენებენ  ნიშნების გამოვლენის ახალ ფორმებს .არა  სწავლების ტაძარი  – არც ერთ  და არც მეორე მხარეს – ზეცისა თუ ხორშაკის, სიკეთისა თუ ბოროტების, არამედ მოვლენათა სასწაულების პროცესის სიდიადისა გარემოების  ფორმების შემქმნელის სულთან შეხებისა. ტაძარი – ახალი იდეების გამოვლენაა,  და არა პედაგოგიის ტაძარი < დიახ!> ქრისტე, მუჰამედი, ბუდა [შესანიშნავი] პედაგოგები .  ტაძარი აღემატება მოძღვრების იდეას. ტაძარი რომელიც ქმნის  – და არა ასწავლის. ტაძარი  – სიცოცხლის ახალი ნიშნების დაბადების ადგილი.  ტაძარი –  სამყაროს გამდიდრება სიცოცხლის ახალი გარდასახვებით.

ტაძარში მივდივარ არა სასწავლებლად არამედ შესაქმნელად.

 

კაზიმირ მალევიჩი.

გაზაფხული, 1918 წელი

      

ბობ ბლექი – ძალაუფლების სიტყვარი

Bob_Black_(2011_BAAB)

არჩევნები? იდიოკრატია მოქმედებაში.

დაავადებები? ძალიან სახიფათოა; ექიმების არსებობის მიზეზი.

გეები, ებრაელები? ელიტები, რომლებიც განასახიერებენ ჩაგრულებს.

გურუ? კარგი ლოცვა რთული საშოვნელია.

ვეგეტარიანელები? ის ხარ, რასაც ჭამ.

თავისუფალი დრო? სამსახური, რომელშიც უფროსი ფულს არ გიხდით.

თანამედროვე პანკები? პანკები, რომლებიც დადიან ხელოვნების სასწავლებლებში.

თერაპია? სასჯელი დანაშაულის გარეშე.

იურისტები? ცოცხალი სისტემები ლაყბობის უზრუნველსაყოფად.

კლასობრივი ომი? ომი, ყველა ომის დასასრულისთვის.

კანონი? დანაშაული სასჯელის გარეშე.

ლიბერტარიანიზმი? სრული თავისუფლება, რომელიც შეგიძლია იყიდო ფულით.

ლიბერალები? კონსერვატორები დამნაშავე სინდისით.

მემარჯვენეები? Wrong.

მაზოხიზმი? სამსახურის სამუშაოს სახლში გაგრძელება.

მოცალეობა ? გადასახადი და თამაში ურთიერთგამომრიცხავია.

მისტიკოსები? იღებენ წარმოუდგენელ ზეშთაგონებას რასაც არ ტოვებენ უთქმელს.

მემარცხენეები? ჩამორჩენილები.

მარქსიზმი? კაპიტალიზმის უმაღლესი სტადია.

მძევლები? უმიზეზოდ და უმიზნოდ მოკლულები.

მოსამართლეები? ჯამბაზის სამოსში მოცახცახე დესპოტები.

მოწყენილობა? აუცილებელია შორსმჭვრეტელთათვის.

ნიჰილისტები? მიმავალნი სიკეთისა და ბოროტების ზღვარს მიღმისაკენ შეჩერდნენ შუა გზაზე.

ნეკროფილია? საზოგადოების სნეულება.

ოჯახი?  არა ბირთვულ ბომბებს!

პედაგოგიციდი? დანაშაული მსხვერპლის გარეშე.

პოლიცია? ტერორისტები სწორი რეკომენდაციებით.

პოლიტიკოსები? წააგავს გუბეს; განავალი ზედაპირზე ტივტივებს.

პანკები? ამნეზიით დაავადებული ჰიპები.

რწმენა? მომაკვდინებელია – უფალო შემიწყალე!

რადიო – ევანგელისტები? ნაკლები ორალური სექტა, მეტი ორალური სექსი!

რეიგანი? ნაბიჯი რაიხის მიმართულებით.

რეზერვისტთა მომზადება? მეკუბოვეთა სწავლება.

რელიგია? საკუთარი დეფექტების გაღმერთება.

როკ მუსიკა? ჰქონდა იმედის მომცემი მომავალი.

სცენა? როგორ ვიყოთ განსხვავებულები დანარჩენების მსგავსად.

საკუთრება? არის ქურდობა – და ქურდობა სწორია.

სოციალისტები? ცხვრები მგლის ტყავში.

სან ფრანცისკო? საუსალიტოს საწინააღმდეგო.

სექსი? ონანიზმის სულ უფრო არაადეკვატური შემცვლელი.

სიონიზმი? ებრაული ნაციზმი.

სიამოვნება? ტკივილის დამჩრდილავი ინტერლუდიები.

სრული დატვირთვა? საშიშროება და არა დაპირება.

სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ? რატომ უნდა ელოდო?

ტროცკიზმი? სტალინიზმი ძალაუფლების გარეშე.

უტოპია? მომავლის ნოსტალგია.

ურთიერთობები? მარტოობა ერთად.

ფემინიზმი? მამაკაცებთან თანასწორობა: წვრილმანი  ამბიცია.

ცივილიზაცია? ბიოსფეროს კანის დაავადება.

ცინიზმი? დიდი ხნის წინ დაძლეული.

ცრურწმენა? ხალხური სოციოლოგია.

ძალადობა სკოლაში?კლასობრივი ბრძოლა როგორც ბრძოლა კლასში.

წყვილები? მონოტონის მონოგამია.

ხელოვნება? სექსის სულ უფრო არაადეკვატური შემცვლელი.

ხელახლა დაბადება? ორჯერ მეტად ხშირია.

ხელისუფლება? კლავს პოლიტიკოსი და არა იარაღი.

ჯვარცმა? მეტისმეტად მცირეა და მეტისმეტად დაგვიანებული.

ჰიპები? სიცარიელეში მორბენალები.